შელესილი და ყვითლად შეღებილი ისტორიული გალავანი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სიღნაღის მერიასთან კითხვები აქვს. უწყებას აინტერესებს, რატომ არ შეათანხმა მერიამ ქალაქში მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის გამოც პარკთან მდებარე მე-18 საუკუნის გალავანი დაზიანდა. გალავნის თავზე მიმდინარე სამუშაოებს სააგენტო უკანონოდ მიიჩნევს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია და სიღნაღის მერიის წარმომადგენელი პასუხისმგებლობას იხსნიან.