დენდროლოგიური პარკის პროექტი

მერია თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის გაშენებას გეგმავს. პროექტირებასთან დაკავშირებით, დღეს მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს.

პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 980 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს.