შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

დღეიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს უმასპინძლებს.

ტერიტორიაზე შესვლა უფასოა. ბაღი 60 ჰექტარზეა გაშენებული და მცენარეთა უნიკალურ სახეობებს აერთიანებს. ასევე, პარკში 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი გახდება.