ყინწვისის მონასტრის რეაბილიტაცია

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში სასულიერო პირების გადაწყვეტილებით ერთი წლის წინ დაგებულ მარმარილოს იატაკს აყრიან.

სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. სამუშაოების ღირებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შპს „იკორთა 2007“ რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობას დაასრულებს.