სარეაბილიტაციო სამკურნალო პროგრამა

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანების შემდგომ სარეაბილიტაციო მკურნალობას სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. პარალელურად, შეიქმნა შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურაც. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა. პაციენტებს უფასო მომსახურება კენ ვოლკერის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა გაუწია. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში, ყოველწლიურად 6000-მდე პაციენტი შეძლებს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას. პროგრამა ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია და მათ შესაძლებლობა აქვთ დროულად ჩაიტარონ სარეაბილიტაციო მკურნალობა, დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.