ხმაურიანი სხდომა თბილისის საკრებულოში

ხმაურიანი აღმოჩნდა საკრებულოს დღევანდელი სხდომა.

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებების შეწყვეტა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემად რჩება. თბილისის მერიას ოპონენტები კორუფციულ გარიგებებში და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნაში ადანაშაულებენ. სხდომაზე განსაკუთრებით გახარიას პარტიის წევრი აქტიურობდა. დავის საგანი გახდა დედაქალაქის სხვა უბნებში დაგეგმილი პროექტებიც. ბრალდებებს მმართველი გუნდის მძიმე რეაქციები მოჰყვა. ოპონენტთა პროტესტის მიუხედავად, ისანში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.