წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირი ნაწილობრივ დაიკეტა.

ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ წერტილში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი იწყება, რომელიც მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, გზის მოწესრიგებას და გამწვანებით სამუშაოებს გულისხმობს. ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, მანქანის სავალი გზა წერეთელზეც შევიწროვდება და ავტობუსების ზოლი მოეწყობა. სამუშაოების დასრულება 2024 წლის იანვარში იგეგმება. პროექტი დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც მოიცავს.