პარლამენტი პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას ელოდება. მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების გარშემო მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება. კონკრეტული გვარები არ სახელდება, თუმცა პარტიაშიც არ უარყოფენ, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება. გუნდის დაკომპლექტების შემდეგ მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატებით და ახალი სამთავრობო პროგრამით პარლამენტში უნდა მივიდეს. განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.