პარლამენტის საშემოდგომო სესია

სამთავრობო ცვლილებებმა პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა.

ერთთვიანი არდადეგების შემდეგ ხვალ საშემოდგომო სესია გაიხსნება. პროცედურა ასეთია: მმართველი გუნდის მიერ შერჩეულმა პრემიერობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს განახლებული მინისტრთა კაბინეტი უნდა წარუდგინოს. დეპუტატები მთავრობის შემადგენლობაზე, სავარაუდოდ ამ კვირაშივე იმსჯელებენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტს მსჯელობა მოუწევს, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვით მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

თეონა მანაგაძე დეტალებით.