სამთავრობო ცვლილებები - პოლიტიკური შეფასებები

რეზონანსული აღმოჩნდა სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკური სპექტრისთვის.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას და მის გუნდს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. თანაგუნდელები მთავრობის მეთაურობის კანდიდატის მკაფიო ხედვებსა და ქმედებებზე მიუთითებენ და ფიქრობენ, რომ გახარია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს. ამიტომ მმართველი პარტია საზოგადოებრივ პროტესტს არ ელოდება. თუმცა ასე არ ფიქრობენ ოპონენტები. ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს და აქცენტს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ იმ საპროტესტო მუხტზე აკეთებს, რომელიც  20-21 ივნისის მოვლენებს და აქციის დაშლას მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე საპროტესტო ტალღას აანონსებს და განახლებული მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებს.

კითხვები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.