საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სამთავრობო ცვლილებები და პრემიერის კანდიდატურა აქციების განახლების მიზეზი გახდა.

კამპანია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა „სირცხვილის კორიდორი“ ჯერ პარლამენტის შენობის შესასვლელთან მოაწყვეს და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენა ამ ფორმით გააპროტესტეს. მოხდა რამდენიმე ინციდენტიც.

ამ წუთებში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პოზიციები გაყოფილია. დემონსტრაციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატი შეცვალოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის კი ვადამდელი არჩევნების მომხრეებიც არიან.