რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა გამოწვევად რჩება.
ბოლო შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა – მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამი მუშიდან, ორი დაიღუპა. კანონში შესული ცვლილებებით, პირველი აგვისტოდან შრომის ინსპექციას რისკის შემცველი ობიექტების შემოწმება ნებისმიერ დროს და გაუფრთხილებლად შეუძლია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინსპექციის თანამშრომლების ეს მანდატი სამშნებლო სფეროში შეზღუდულია.
მარიამ სეთურიძე მუშაობდა თემაზე.