სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების დაკანონება

სამხედროების ბინებით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება.

ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს, ასევე დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს, ჯამში 5 000-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები მუდმივ მფლობელობაში გადაეცათ. საუბარია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში გამოყოფილ ფართებზე, რომლებსაც ბინადრები წლების განმავლობაში ვერ იკანონებდნენ. პრობლემა 2007 წლიდან არსებობდა, შედეგად მითითებული ოჯახები დაუკანონებელ ბინებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებდნენ.