დევნილების მოთხოვნა

თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, გარდაბნის გზატკეცილზე მდებარე შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას და ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათ სურთ კონკრეტული ვადის დასახელება, როდის შეძლებენ საცხოვრებლის მიღებას. მოქალაქეების განცხადებით, შენობაში, რომელიც კერძო მფლობელს ეკუთვნის, მძიმე პირობებია, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს ზამთარში უქმნით. დევნილების განცხადებით, ოჯახების ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, დარჩენილების გასახლების შესახებ კი კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. სახელმწიფოსგან მათ წინადადება მიიღეს, ბინა თავად მოძებნონ, თუმცა შეთავაზებულ ფასად – კვადრატულ მეტრში 600 დოლარად, საცხოვრებელი ფართის მოძიება თბილისის ვერცერთ უბანში შეძლეს.

დევნილთა სააგენტოში „მოამბეს“ წერილობით უპასუხეს – სააგენტო იცნობს პრობლემას და აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებლით ახლო მომავალში დააკმაყოფილებენ.