ხმაური ქუთაისში

ხმაური იყო ქუთაისში დევნილთა სააგენტოში.

იძულებით გადაადგილებული პირები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ. მათი თქმით, ბინებს წლებია ელოდებიან, თუმცა სიაში აღარ არიან. როგორც დევნილები განმარტავენ, ქულები გაუნულეს და ბინებს არ აძლევენ. ისინი ბინების მიმღებთა სიაში დაბრუნებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ გვერდზე დევს და ჯერჯერობით დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება.