დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

ქუთაისში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი, იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს უნდა გადაეცეს.