საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულები

თითქმის ორი წელი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში.

ყოფილი სამხედროები, მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე დეფაქტო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. მამუკა ჩხიკვაძე 10 დეკემბერს, მაშინ დააკავეს, როდესაც ყოფილი სამხედრო ოჯახის წევრის საფლავზე იმყოფებოდა. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ნარკოტიკების ქონას ედავებოდა. დაკავების დღიდან ამოქმედებული იყო სპეციალური ცხელი ხაზი და საქმეში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უკანონო ტყვეობის ორი წელი დღეს ყოფილმა სამხედრომ „მოამბესთან“ გაიხსენა.