ბინების გადაცემა

თბილისის მერმა ნაძალადევში მცხოვრებ 66 ოჯახს ბინების საკუთრების მოწმობები გადასცა. კალაძის განმარტებით, 2017 წელს დაწყებული პროგრამა მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებს ეხმარება და ამ დროისთვის კერძო საკუთრებებში 300 მილიონ ლარზე მეტი ასეთი ქონებაა გადაცემული. თბილისის მერმა მსგავსი პრობლემის მქონე პირებს მოუწოდა, მიმართონ რაიონის გამგეობასა და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან.