სამხედრო დღე შაორის ბანაკში

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, შაორის ბანაკში პირველი სამხედრო დღე გაიმართა. ჯარისკაცებმა სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. მათ მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს.

მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ლექციების შემდეგ სამხედრო ინსტრუქტორებმა მონაწილეებს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდებისთვის შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო.