სამი საათი შობის დღესასწაულის დადგომამდე - წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება
უფლის შობის დღესასწაულის დადგომამდე 3 საათი რჩება. მრევლი ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს მოლოდინშია. სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათალიკოს პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
მსახურება 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.
სამებიდან, სადაც დღესასწაულისთვის ემზადებიან მარიამ ბერძენიშვილი ჩაგვერთვება.