პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა კი მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაუკითხა. მისმა უწმინდესობამ ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ქრისტეს შობის მნიშვნელობაზე და მსოფლიოს ცხელ წერტილებში: უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ისურვა. პატრიარქმა დალოცა საქართველო, აღნიშნა თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმე და მრევლს შეახსენა, რომ გამოსავალი ყველა რთული სიტუაციიდან არსებობს. ეპისტოლეში ასევე საუბარი იყო იმაზე, თუ რა დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში, რამდენად შეძლებს ადამიანი გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ის ღვთის სადიდებლად მიმართოს.