სამი ადამიანი ემსხვერპლა რიკოთთან ავტოსაგზაო შემთხვევას. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარია რიკოთის გვირაბთან მოხდა. ბაღდათიდან თბილისისკენ მოძრავი „მინივენი“ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.