რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ამ მონაკვეთის სტაბილიზაციის შემდეგ აშენდება ახალი გზა.

ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული სამი გვირაბიდან, ორი უკვე გაჭრილია. 17 ხიდიდან აშენებულია 11 და სამუშაოები მიმდინარეობს ორ ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1 800 მ სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობა.