ზესტაფონის შემოვლითი გზა

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4-ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალ გზასთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო მოედნები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.