სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მენელსაცხებლე დედათა დღესასწაული მიულოცა. დღესვე ტაძარში, რიგით 53-ე, ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქი კიდევ 1000-მდე ბავშვის ნათლია გახდება.
პატარებს საჩუქრად შესაბამისი მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ.
საღამოს 8 საათისთვის ილია მეორე ტაძარში მივა, შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 34 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.