არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და მის ოჯახსაც, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ქველმოქმედებაზეც ისაუბრა. მისი უწმინდესობა ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი, გაჭირვებული ხალხის დახმარება უნდა იყოს.