თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. ისინი მერიის პოზიციას სრულად იზიარებენ.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მემანქანეების შრომის ანაზღაურება სისტემატურად იზრდებოდა და დღეს 1400-1800 ლარს შეადგენს. რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ხელფასების მომატების რესურსი, მით უმეტეს 45 % დრეს არ არსებობს.
მეტროს მემანქანეების გაფიცვის ფაქტს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც.