სენაკის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი. მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ მამუკა ტუსკაძე, პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
თეა აბსარიძე აშუქებს მიმდინარე პროცესს.