სტიქიის შედეგები სენაკში

გასული ორი წლის განმავლობაში სენაკი სტიქიის ეპიცენტრი რამდენჯერმე გახდა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურდა თხილის პლანტაციები, სასოფლო სავარგულები, სერიოზული ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებით დაზარალდა თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა. ადგილობრივები მდინარე ცივთან ძველი დამბისა და წყალარინების არხის აღდგენას ითხოვენ.

ნატო ბერულავა და მურად ფარცვანია დეტალებით.