სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ, სადაც ზოგიერთი პროცედურა საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი. მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
თეა აბსარიძე აშუქებს მიმდინარე შუალედურ არჩევნებს.