საკომიტეტო მოსმენა

სექსუალური აღზრდის გაკვეთილები სკოლებში იმ შემთხავევაში ჩატარდება, თუ ამას მშობელი დაეთანხმება.

შესაბამისი ცვლილებები შედის ბავშვთა კოდექსში. საკითხი განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. შეხვედრას სასულიერო და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. სოფო კილაძის განმარტებით, გათვალისწინებულია 100-მდე შენიშვა.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო უწყებებს ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ახალი რეგულაციების გატარება მოუწევთ. მათ შორის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ძალადობისა და ბულინგის მიმართულებით.

კანონპროექტის ამოქმედება 2020 წლისთვის იგეგმება.