კამათი კომიტეტის სხდომაზე

ცხარე კამათის ფონზე წარიმართა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა.

უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები საპრეზიდენტო კანდიდატებზე ლაპარაკისას შეკამათდნენ. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, საქართველოს ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს.

განცხადებას „ქართული ოცნების“  წევრები, – ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრებმა რატიანს მოსთხოვეს დაკონკრეტება, თუ რას საქმიანობდა რუსეთში გრიგოლ ვაშაძე.