პარლამენტში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ

პარლამენტში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებიან. სოფო კილაძის განცხადებით, საკითხები დაგროვდა, რომელიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს აწუხებთ და საჭიროა პრობლემების გადაჭრა დროულად მოხდეს.