რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები შევლენ. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კომიტეტემა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებები განიხილა.