პარლამენტში „ბავშვთა კოდექსზე“ მსჯელობენ

პარლამენტში „ბავშვთა კოდექსზე“ მსჯელობენ. ცვლილებების ინიცირება ჯერ არ მომხდარა, თუმცა პროექტის გაცნობა ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ხდება.

კანონპროექტის შინაარსი ამ ეტაპზე საჯარო არ არის, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, ინიციატივა სამი ნაწილისგან შედგება, რომლის მიზანი ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაა.