კონფერენცია პარლამენტში

მშვიდობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა,- ეს არის პარლამენტში მიმდინარე კონფერენციის მთავარი თემა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტუდენტებს მასპინძლობს.

ღონისძიება კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გახსნა. სტუდენტებმა ამ საკითხზე მოხსენებები და საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. ისაუბრეს, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ სამშვიდობო პოლიტიკა.

შეხვედრა „საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის“ ორგანიზებით იმართება. სულ ასეთი 17 შეხვედრაა დაგეგმილი.