გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტზე, ერთმანეთს უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტი დეპუტატებმა და მანდატურებმა განმუხტეს.
კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, დაბა კაზრეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსმენდნენ.