პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტზე დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.

მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი დეპუტატებმა და მანდატურებმა დააშოშმინეს.

კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაბა კაზრეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსმენდნენ.

განხილვის დროს, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ მიმართა გიორგი ვაშაძეს და განაცხადა, რომ კაზრეთში არსებულ ვითარებაში პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ხელისუფლებასაც იუსტიციის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებების გამო. დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ამ დროისთვის, კომიტეტის სხდომა შეწყვეტილია.