ვინ აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტს მიღმა

ისევ დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, საპარლამენტო სიებისა და გუნდის განახლების შესახებ, პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი ექსპრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ რადიკალური ცვლილებების მისაღწევად, პროცესში მეტი ახალი სახე უნდა ჩაერთოს. ნიკა მელია კი ამბობს, რომ გეგმებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

 თათია მაყაშვილი დეტალებით.