დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების მიერ ოფისის გახსნას კვლავ ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბების უფლება ყველას აქვს.

ნიკა მელიას მხარდამჭერი ბაჩო დოლიძის განცხადებით, გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მსგავსი განცხადებები. მისი თქმით, ახალ ოფისში გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ კარი დაუკეტა.