დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას და ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში არაგონივრულს და არათანმიმდევრულს უწოდებენ. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ შიდა არეულობამ შესაძლოა პარტია საბოლოო დაშლამდე მიიყვანოს. კვლავ გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებენ პარტიის ყოფილი წევრებიც, რომლებმაც ახალ მენეჯმენტთან პოზიციათა შეუთავსებლობის გამო, რამდენიმე თვის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.