დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 130 ოჯახს სახლს შეუსყიდის. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი სურვილის შესაბამისად შეარჩევენ. 2021 წელს, უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება.