შემთხვევა გორში

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც დევნილთა განსახლებისთვის იყო გათვალისწინებული.

ყოფილი საავადმყოფოს დანგრეულ ფლიგელში კიბის უჯრედის ჩამოშლის შედეგად  არავინ დაშავებულა. შენობა პირველად ექვსი წლის წინ დაზიანდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს გასხვისება მისი დანგრევის პირობით.