სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია

მზადდება კანონ-პროექტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა სქემით გაიზრდება პენსია საქართველოში 2021 წლიდან.

სპეციალური ფორმულა კანონში გაიწერება და პენსიის ოდენობა ყოველწლიურად სწორედ ახალი სქემით დაკორექტირდება. ინდექსაციის გეგმის შემუშავებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი 9-თვიანი ვადა უკვე ამოიწურა. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჯერ ისევ განაგრძობს.