მიღება თურქეთის საელჩოში

საქართველოსა და თურქეთს შორის მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის ელჩმა უმასპინძლა.

რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, დიპლომატმა მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში მყისიერი დახმარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც საბაჟო დეპარტამენტი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, ჰუმანიტარული ტვირთების სწრაფად გატარების კუთხით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.