ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ხუთი ადამიანი მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე ახორციელებდნენ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი