განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი პროცედურები და ვადები, რაც გულისხმობს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან განბაჟების პროცედურების 2021 წლის 1 მარტამდე გავლას.  აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში  განხორციელდა რამდენიმე ცვლილება, რომლის მიხედვით, ავტომობილების მფლობელებს თავდაპირველად, დეკლარირების ვალდებულება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ. შეღავათით ჯერ 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების მფლობელებმა ისარგებლეს, ხოლო შემდგომ, აღნიშნული შეღავათი 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ მანქანებზეც გავრცელდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით, რომ არ მოხდეს განსაბაჟებელი ავტომობილების დაშლა და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, საბაჟო პროცედურების მკაცრი კონტროლი ხორციელდება.

მოამბე