დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგან ერთი დაკავებულია. ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.