კონფერენცია ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობის საკითხზე

ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით“.

კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს კორუფციის რისკების შეფასებაზე, ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები.