საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება.

აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მავნებელთან ბრძოლის სამუშაოები.

სექტემბრიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც ზამთრის დაწყებამდე გაგრძელდება.

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი.